თუ ხარ იმედი L-ის დაზღვეული და გაქვს კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები ან უკვე დადასტურებული ვირუსი, გთხოვ, გაითვალისწინო შემდეგი მითითებები:

  1. კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დაზღვეული უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე: https://covid.imedil.ge/ ან პირადი ნომერი გამოაგზავნოს ნომერზე - 91778
    ჩვენი პერსონალური ექიმი დაზღვეულს თავად დაუკავშირდებადა საჭიროების შემთხვევაში გამოწერს მიმართვას PCR ან ანტიგენ ტესტირებაზე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
  2. თუ დაზღვეული საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტს ტესტირების ჩატარებას, შესაძლებლობა ექნება, პარტნიორ ლაბორატორიებში ისარგებლოს სპეციალური ფასდაკლებებით:

    # ქალაქი პროვაიდერი სერვისი ფასი ლოკაცია
    1 თბილისი მეგალაბი PCR 80 ადგილზე
    2 თბილისი მეგალაბი PCR 80 ბინაზე
    3 თბილისი მეგალაბი ანტისხეული 45 ადგილზე
    4 თბილისი მეგალაბი ანტისხეული 45 ბინაზე
    5 თბილისი ლაბ უნო PCR 75 ადგილზე
    6 თბილისი ლაბ უნო PCR 90 ბინაზე
    7 თბილისი ლაბ უნო ანტიგენი 35 ადგილზე
    8 თბილისი ლაბ უნო ანტიგენი 50 ბინაზე
    9 თბილისი ლაბ უნო ანტისხეული 30 ადგილზე
    10 თბილისი ლაბ უნო ანტისხეული 45 ბინაზე
    11 თბილისი/ბათუმი/მარნეული მედ დიაგნოსტიკა PCR 80 ადგილზე
    12 თბილისი/ბათუმი/მარნეული მედ დიაგნოსტიკა PCR 99 ბინაზე
    13 თბილისი/ბათუმი/მარნეული მედ დიაგნოსტიკა ანტისხეული 40 ადგილზე
    14 თბილისი/ბათუმი/მარნეული მედ დიაგნოსტიკა ანტისხეული 60 ბინაზე
    15 თბილისი/ბათუმი მედ დიაგნოსტიკა ანტიგენი უფასო ადგილზე
    16 თბილისი/ბათუმი/ზუგდიდი/ფოთი ევექსი ანტიგენი 40 ადგილზე
    17 თბილისი/ბათუმი/ზუგდიდი/ფოთი ევექსი ანტიგენი უფასო ადგილზე
    18 თბილისი/ბათუმი/ზუგდიდი/ფოთი ევექსი ანტისხეული 50 ადგილზე
    19 თბილისი/ბათუმი სინევო PCR 85 ადგილზე
    20 თბილისი/ბათუმი სინევო PCR 105 ბინაზე

    ევექსის კოვიდ პაკეტები - ბინაზე მომსახურება

    # პაკეტის დასახელება შემადგენლობა იმედიL ფასი თბილისი/ბათუმი იმედიL ფასი ზუგდიდი იმედიL ფასი ფოთი
    1 Product 1 კოვიდის პაკეტი C რეაქტიული 100 100 100
    დედიმერი
    სისხლის საერთო
    2 Product 2 _PCR PCR 130 130 130
    3 Product 3 _ანტიგენი ანტიგენი 70 70 70
    4 Product 4_ COVID19 სწრაფი სეროლოგიური ტესტი - ბინაზე გამოძახება სწრაფი ტესტი 70 70 70
    5 Product 1 _კოვიდის პაკეტი + Product 2 _PCR ანალიზები+PCR 200 200 200
    6 Product 1_კოვიდის პაკეტი + Product 3 _ანტიგენი ანალიზები+ანტიგენი 140 140 140
    7 მხოლოდ გამოძახების საფასური გამონაკლის შემთხვევაში: ამღები მედდა მივიდა ადგილზე, მაგრამ პაციენტის მიზეზიდან გამომდინარე კვლევის პროცედურა ვერ შესრულდა (მაგ: პაციენტმა უარი განაცხადა...) ბინაზე გასვლა მომსახურების გარეშე 30 30 30
    ლოკაცია: თბილისი, ფოთი, ბათუმი
    აუცილებელია ზემოთაღნიშნული პაკეტებიდან არჩეული იქნეს რომელიმე, რათა მოხდეს ბინაზე გასვლა. ჩამოთვლილი 7 პაკეტიდან რომელიმეს არჩევის შემთხვევაში, დამატებით სხვა, არაკოვიდ ამბულატორიულ ანალიზზეც შეუძლია დაზღვეულს მიიღოს მომსახურება, ცალკე ვერა.
  3. თუ დაზღვეული შეატყობს, რომ დაკავშირების შუალედში მდგომარეობა დამძიმდება, შესაძლებლობა ექნება, დარეკოს ცხელ ხაზზე 032 2922222 და მოითხოვოს პერსონალური ექიმთან დაკავშირება.
  4. პერსონალური ექიმი თავად შეარჩევს გრაფიკს, რა ინტენსივობით უნდა მოხდეს დაზღვეულთან დაკავშირება განმეორებით. სტანდარტულ შემთხვევაში პირველ, მე-4, მე-7, მე-10 დღეებში ხდება კონსულტაცია, ხოლო მომატებული რისკების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს უფრო ინტენსიური გრაფიკის შედგენა.
  5. თუ ბინაზე მკურნალობისას პაციენტს დასჭირდება ლაბორატორიული კვლევები, სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, კოვიდ 19-სთვის საჭირო კვლევების უფასოდ ჩატარებას. პერსონალური ექიმის დანიშნულების საფუძველზე მოხდება პაციენტების რეგიონალური პრინციპით გადამისამართება შესაბამის კლინიკაში. მონაცემების გადაცემიდან 2 დღის ვადაში კი კლინიკა უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას.
  6. სიმპტომური მედიკამენტების საჭიროების შემთხვევაში, პერსონალური ექიმი შეძლებს SMS საგარანტიო წერილის გამოწერას, რომელსაც დაზღვეული წარადგენს „ჯპს“-სა და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებში წამლების შესაძენად.
    • ასევე, ნებისმიერი მედიკამენტის ბინაზე მოწოდება შესაძლებელია მობილური აპლიკაცია - EKIMO-ს დახმარებით.
  7. კოვიდი 19-ის გადატანის შემდეგ, კვლევების საჭიროების შემთხვევაში, დაზღვეულმა უნდა მიმართოს პერსონალურ ექიმს, რომ ისარგებლოს პროვაიდერ კლინიკებში საჭირო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევებით. აღნიშნული კვლევები დაფინანსდება მხოლოდ პერსონალური ექიმების მიმართვით.
  8. სასწრაფოს გამოძახების საჭიროების შემთხვევაში, დაზღვეულმა უნდა მიმართოს 112-ს, ან დარეკოს იმედი L-ის ცხელ ხაზზე, რომელიც ასევე შეეცდება 112-ის გამოძახებას ბინაზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას.