კოვიდ 19-თან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმედი L-ის დაზღვეულებისთვის
წარმატებით დაფიქსირდა თქვენი პირადი მონაცემები. გთხოვთ დაელოდოთ, ჩვენი პირადი ექიმი დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში.
თუ ხარ იმედი L-ის დაზღვეული და გაქვს კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები ან უკვე დადასტურებული ვირუსი, გთხოვ, გაითვალისწინო შემდეგი მითითებები:
-
კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დაზღვეული უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე: https://covid.imedil.ge/ ან პირადი ნომერი გამოაგზავნოს ნომერზე - 91778
- ჩვენი პერსონალური ექიმი დაზღვეულს თავად დაუკავშირდებადა საჭიროების შემთხვევაში გამოწერს მიმართვას PCR ან ანტიგენ ტესტირებაზე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
-
თუ დაზღვეული საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტს ტესტირების ჩატარებას, შესაძლებლობა ექნება, პარტნიორ ლაბორატორიებში ისარგებლოს სპეციალური ფასდაკლებებით:
- „მედ დიაგნოსტიკაში“ PCR ტესტირების ღირებულება არის 85, ხოლო ბინაზე გამოძახების შემთხვევაში 105 ლარი. (ლაბორატორიის ნომერი - 0322800200).
- „მეგა ლაბში“ PCR ტესტირების ღირებულება არის 80 ლარი. (ლაბორატორიის ნომერი - 0322051111).
- ევექსის პოლიკლინიკების ქსელსა და „მედ დიაგნოსტიკაში“ დაზღვეულს შესაძლებლობა აქვს, ჩაიტაროს უფასო/ულიმიტო ანტიგენის ტესტირება.
- თუ დაზღვეული შეატყობს, რომ დაკავშირების შუალედში მდგომარეობა დამძიმდება, შესაძლებლობა ექნება, დარეკოს ცხელ ხაზზე 032 2922222 და მოითხოვოს პერსონალური ექიმთან დაკავშირება.
- პერსონალური ექიმი თავად შეარჩევს გრაფიკს, რა ინტენსივობით უნდა მოხდეს დაზღვეულთან დაკავშირება განმეორებით. სტანდარტულ შემთხვევაში პირველ, მე-4, მე-7, მე-10 დღეებში ხდება კონსულტაცია, ხოლო მომატებული რისკების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს უფრო ინტენსიური გრაფიკის შედგენა.
- თუ ბინაზე მკურნალობისას პაციენტს დასჭირდება ლაბორატორიული კვლევები, სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, კოვიდ 19-სთვის საჭირო კვლევების უფასოდ ჩატარებას. პერსონალური ექიმის დანიშნულების საფუძველზე მოხდება პაციენტების რეგიონალური პრინციპით გადამისამართება შესაბამის კლინიკაში. მონაცემების გადაცემიდან 2 დღის ვადაში კი კლინიკა უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას.
-
სიმპტომური მედიკამენტების საჭიროების შემთხვევაში, პერსონალური ექიმი შეძლებს SMS საგარანტიო წერილის გამოწერას, რომელსაც დაზღვეული წარადგენს „ჯპს“-სა და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებში წამლების შესაძენად.
- ასევე, ნებისმიერი მედიკამენტის ბინაზე მოწოდება შესაძლებელია მობილური აპლიკაცია - EKIMO-ს დახმარებით.
- კოვიდი 19-ის გადატანის შემდეგ, კვლევების საჭიროების შემთხვევაში, დაზღვეულმა უნდა მიმართოს პერსონალურ ექიმს, რომ ისარგებლოს პროვაიდერ კლინიკებში საჭირო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევებით. აღნიშნული კვლევები დაფინანსდება მხოლოდ პერსონალური ექიმების მიმართვით.
- სასწრაფოს გამოძახების საჭიროების შემთხვევაში, დაზღვეულმა უნდა მიმართოს 112-ს, ან დარეკოს იმედი L-ის ცხელ ხაზზე, რომელიც ასევე შეეცდება 112-ის გამოძახებას ბინაზე.